კობახიძე აქციის დაშლის გამო გომელაურს მადლობას უხდის
თვითგამოცხადებული მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე აქციის დაშლის გამო მინისტრ ვახტან გომელაურს მადლობას უხდის .
ყველა კანონდარღვევას, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი - ამბობს კობახიძე
მომიტინგეების ძალადობის შედეგად დაშავდა 32 პოლიციელი, სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანება მათ შორის, ჟურნალისტების. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც პროპორციულობის პრინციპის სახით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველა კანონდარღვევას, კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი'', - განაცხად ირაკლი კობახიძემ.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ „ოცნებამ" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს.
გომელაურის უწყების ნიღბიანი თანამშრომლებმა მთელი ღამის განმავლობაში პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.
ნიღბიანი პირები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
გომელაურის რაზმის წევრებმა გუშინ აქციაზე 43 მშვიდობიანე მომიტინგე დააკავეს.
კომენტარი