სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციელს ყელით ვეჭირე, ზოგი უკნიდან მირტყამდა - აქციის დაშლისას დაკავებულები მძიმე დეტალებს ჰყვებიან

48 საათიანი პატიმრობა დასრულებულია. 19 მოემბრის აქციაზე დაკავებული აქტივისტები, ზაჰესის იზოლატორიდან დილით ადრე გამოუშვეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ აქციაზე დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ კამერების წინ კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მათი თქმით, პოლიცია მათზე დაკავების მომენტში, შემდეგ ავტომობილში და ბოლოს იზოლატორში გადაყვანის შემდეგაც ძალადობდა.

ყელით ვეჭირე და ზოგი უკნიდან მირტყამდა თავში, ზოგი საიდან მოდიოდა ვინ მირტყამდა ვერ ვიგებდი, ბევრი მირტყეს, სიმართლე გითხრათ, თმებითაც მითრიეს. შემდეგ უკვე განყოფილებაში, რომ გადამიყვანეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა," - ამბობს საბა სხვიტარიძე.

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძეც აცხადებს, რომ პოლიცია მას სახის არეში ურტყამდა:

პოლიციელებს, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერად ვუთხარი, რომ ცოტა ფრთხილად იყავითთქო. ამ დროს, ვისაც აგრესიულად ექცეოდნენ, იმას ხელი გაუშვეს და ჩემსკენ წამოვიდნენ. ის ადამიანი, ვინც ჩემი დაკავება დაიწყო, ავტომობილში შემოვიდა და სახეში დამარტყა. ამას სამივე ის პირი დაადასტურებს, ვინც ჩემთან ერთად ავტომობილში იყო. მანქანაში კიდევ ერთი პირი შემოხტა, რომელმაც კეფაში დამარტყა"- აცხადებს ქავთარაძე.

ამავე თემაზე:
პოლიციამ ხელზე მიკბინა - აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ
19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე, სულ 16 პირი დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გამოუშვეს.

გამოძიება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100