"მათე - სინდისის პატიმარი" - პროკურორი ვერ ამბობს, რა დაზიანებები მიადგათ პოლიციელებს და რის გამო მოითხოვეს 7 წლიანი პატიმრობა
21 წლის მათე დევიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს - პროკურორი, რომელიც სასამართლოში აქციის ახალგაზრდა მონაწილის სამაგალითო დასჯას ითხოვდა, ჯერ ამტკიცებდა, რომ მათემ დროშის ერთი მოქნევით სამ პოლიციელს დაზიანებები მიაყენა, შემდეგ თქვა, რომ სამიდან ერთს დაზიანებები არ ეტყობოდა.
ანი ხუბეჯაშვილის ნათქვამიდან, დღეს ასევე გაირკვა, რომ პოლიციელებს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებიათ.
პროკურორმა დღეს ვერ უპასუხა "პირველების" კითხვას და ვერ თქვა, კონკრეტულად რა დაზიანებები მიადგათ პოლიციელებს და ნაკაწრის გამო მოითხოვეს თუ დალურჯებებისს საფუძველზე მათე დევაძესთვის 7 წლიანი პატიმრობა.
კონკრეტულ შემთვევაში დაზიანების ხარისხი არ არის გადამწყვეტი კვალიფიკაციისათვის. ქმედება, რომ არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამას უშუალოდ განსაზღვრავს ბრალდებულის მოქმედება და მისი მომატებული საშიშროება. დაზარალებული პირი არის სამი პოლიციელი, რომელთაგან ორს გააჩნია დაზიანებები და ეს ასახულია სამედიცინო ბარათზე, ჩვენ არ ვართ ექსპერტები, ჩანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს უშუალოდ დაზიანების ხარისხს.
მესამე პოლიციელს ხელზე მოხვდა ეს ჯოხი დარტყმის შედეგად და მან კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ დაზიანების ხარისხი არ ჰქონდა, შესაბამისად, შემოწმება ყველა პირთან ტარდება, მაგრამ ხილული დაზიანება ამ მოცემულობით არ ყოფილა. დანარჩენ ორზე სამედიცინო ბარათში ასახულია, რომ სახის და მხრის მიდამოში აღენიშნებოდათ სხვდასახვა ტიპის დაზიანებები. პატიმრობა ფასდება კონკრეტულ შემთხვევაში საფერთხეების საფრტხეების გათვალისწინებით", - ამბობს ანი ხუბეჯაშვილი.
ცნობისთვის, პროკურატურის გავრცელებულ არც ერთ კადრში ფრაგმენტულადაც კი არ ჩანს, რომ რომელიმე პოლიციელს დროშა სახეში მოხვდა.
დაკავებული 21 წლის აქტივისტის მეგობრები ამბობენ, რომ პროკურატურის ბრალი შეთითხნილია და რომ მათე "რეჟიმის სინდისის პატიმარია"
ვინ არის სინდისის პატიმარი - განმარტება
პოლიტიკური პატიმრები, რომლებსაც შეიძლება ჩადენილი ჰქონდეთ რაიმე დანაშაული, მაგრამ სინამდვილეში დაპატიმრებულნი და გასამართლებულნი არიან პოლიტიკური მიზეზებით;
ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება.
ახალგაზრდას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი