“ექსპო ჯორჯიაში”, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
29
ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით,
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების
22-ე საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 ჩატარდება.
გამოფენის
მხარდამჭერები არიან ასევე USAID Agricultural Trade
Diversification Program, FAO გაეროს
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ნუშის
და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, ლურჯი მოცვის ასოციაცია და ნიდერლანდების საელჩო.
Agro/Food/Drink/Tech/Expo
2024 „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე გარე სივრცეში ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი
იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები,
სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული
აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, კვების მრეწველობის
პროდუქცია.
წელს
პირველად USAID-ის მხარდაჭერით, გამოფენას
ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან. ნუშისა და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ
შეხვდნენ წამყვან კომპანიებს ინდოეთიდან.
ნიდერლანდების საელჩოსთან
და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ცნობილი
საკონსულტაციო კომპანიის - TWOWAYZ-ის სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი,
რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვორქშოფების
სერიას ჩაატარებს. ვორქშოფზე დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია
ბმულზე.
29 და 30 ნოემბერს 11-დან
17:00 საათამდე, სხვადასხვა შეხვედრა და პანელური დისკუსია ჩატარდება, სადაც დასწრება
თავისუფალია.
გამოფენაზე
დასწრება 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 საათებში იქნება შესაძლებელი.
კომენტარი