ფიქრობთ, რომ შეიძლება დაგაპატიმრონ? - BBC-ის ჟურნალისტის კითხვა და საქართველოს პრეზიდენტის პასუხი
BBC-ის ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ ჰკითხა - სალომე ზურაბიშვილის პასუხი იყო, რომ "მას ქუჩაში გასული ხალხი იცავს".
კითხვა ასევე შეეხებოდა, გრძნობს თუ არა ის თავს დაცულად.
„მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და უფრო და უფრო იზოლირებული გახდება. ახლა რაც ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ისინი ამას შეეგუებიან, არის სტაბილური გარდამავალი პერიოდი, ახალი არჩევნები, რომელიც მათ სრულად არ გააძევებს ხელისუფლებიდან, ისინი დარჩებიან იმდენად, რამდენადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს მათ მანდატებს პარლამენტში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარი