დაკავებულების ნაწილი ნაცემია და სასწრაფოთი კლინიკებში გადაჰყავთ - ადვოკატების თქმით, იზოლატორები გადავსებულია
ვახტან გომელაურის უწყება ამ დრომდე არ ამბობს რამდენი ადამიანი დააკავეს გუშინ ღამით საპროტესტო აქციაზე.
დასისხლიანებული, დალურჯებული და ტანსაცმელშემოხეული მოქალაქეების ნაწილი ცოტახნის წინ იზოლატორიდან სასწრაფოს მანქანებით საავადმყოფოში გადიყვანეს, მეორე ნაწილი ავტობუსებში მოათავსეს.
ადვოკატები მედიას უყვებიან, რომ საპატიმროები გადავსებულია, რის გამოც აქციაზე დაკავებულთა ნაწილი თბილისიდან დასავლეთ საქართველოში გადაყავთ.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი არის დაკავებული, რადგან შსს, როგორც ყოველთვის, მალავს დაკავებულების ზუსტ რიცხვს და კრიმინალი პოლიციელები ისევ აგრძელებენ თავის თარეშს ქუჩაში და ებრძვიან თავისუფალ მოქალაქეებს. იზოლატორებში ადგილები აღარ აქვთ, მაგალითად, დღეს გავიგე, რომ ერთ-ერთი დაკავებული გადაიყვანეს ზესტაფონში. თბილისში, ზაჰესში, დიღმის იზოლატორში, გორში, მცხეთაში უკვე ადგილები აღარ არის და უკვე დასავლეთში გადაჰყავთ და ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა ნელ-ნელა იშლება, აღარ აქვთ ადგილები, რომ ეს უკანონოდ დაკავებული ადამიანები განათავსონ და აუცილებლად გაათავისუფლებენ ძალიან მალე და ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელი ადამიანებიც ყოველდღე თავისუფლებისთვის იბრძვიან, რომ ამ ადამიანებმა დაუჭირონ მხარი ყველა პოლიტპატიმარს", - განაცხადა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.
პროტესტის მესამე ღამეს ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე წინა დღეებში.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე დაიწყო. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც. რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.
კომენტარი