სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Visioner: გასულ ღამეს აქციას 200 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა

30 ნოემბრის საღამოს - პირველი დეკემბრის ღამეს, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციას 200 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა - ამის შესახებ მონაცემებს Visioner აქვეყნებს.

"რაც დღეს მოხდა, სრული კატასტროფა იყო. აქციაზე, რომელსაც თითქმის 200 000 ადამიანი ესწრებოდა, დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი გაისროლეს. ამ ქმედებამ გამოიწვია ფართო პანიკა და გაზარდა ჭყლეტის რისკი," - წერს Visioner-ი.

პროტესტის მესამე ღამეს ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე წინა დღეებში.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა 07:00 საათზე დაიწყო. საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც. მიმდინარეობს დაკავებებიც. რობოკოპები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნზე განთავსდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100