მომიტინგეთა სასტიკი დარბევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა - Amnesty International-ი სისხლიან მოვლენებს უმწვავეს შეფასებას აძლევს
"მომიტინგეების დარბევის ფონზე, პოლიცია ადამიანის უფლებებს შოკისმომგვრელად არღვევს"- ამ სათაურით აქვეყნებს Amnesty International საქართველოში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შესახებ ვრცელ დოკუმენტს.
Amnesty International წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში ასობით დემონსტრანტი სასტიკად დაარბიეს, თვითნებურად დააკავეს, აწამეს და არაადამიანურად მოეპყრნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობს, აღნიშნავს, რომ მათ მიერ მომზადებული დეტალური დოკუმენტი, სადაც საპოლიციო ძალების მსხვერპლთა ჩვენებები და მტკიცებულებებია მოცემული, ადამიანის უფლებების ფართო დარღვევაზე მიუთითებს.
Amnesty International-ის დასკვნები სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე მიუთითებს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას ემსახურება", - წერია სტატიაში.
კომენტარი