სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანი, რომელიც ლოგინად ჩავარდნილი დედის ერთადერთი მომვლელი იყო დააკავეს, ქალი გარდაეცვალა - უფლებადამცველი

გავრცელებული ინფორმაციით, პირს, რომელიც დააკავეს, ლოგინად ჩავარდნილი დედა გარდაეცვალა.

როგორც უფლებადამცველი ნათია თავბერიძე სოციალურ ქსელში წერს, დაკავებული დედის ერთადერთი მომვლელი იყო.

ასევე ირკვევა, რომ პირს დაკავებისას წაართვეს ყველაფერი, გაძარცვეს და არსად დაარეკინეს.

გუშინ ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებული/დაკავებული პირი მოვიდა ჩვენთან. ეს ადამიანი დააკავეს, ყველაფერი წაართვეს, არსად დაარეკინეს. არადა ლოგინად მყოფი, ავადმყოფი დედისთვის ერთადერთი მომვლელი იყო. დედა გარდაიცვალა.
Natalie Bukia და Lika Gogolidze შეხვდნენ, იურისტს გაესაუბრება და ჩვენც მივადევნებთ თვალს.
ამ არაადამიანურ დანაშაულებზე აუცილებლად პასუხს აგებს დღევანდელი რეჟიმი.
იცოდეთ, რომ აუცილებლად მოითხოვეთ, გაესაუბრეთ იურისტებს - დანაშაულების, წამების ფაქტების მხილება და დოკუმენტირება, გასაჩივრება აუცილებელია.
ამდენი მოპარული ნივთი, ტელეფონი - ეს კიდევ ცალკე ამბავია - თითქმის ყველა დაკავებული და ნაცემი ადამიანი, ამავდროულად გაძარცვეს კიდეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100